მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 12:12
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

საფრთხის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა – რა მდგომარეობაა ამ დროისთვის თელავში

Prime Time July 12, 2026 9:58 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა.
სახელმწიფო რწმუნებულის კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, ზარალი, სავარაუდოდ, მასშტაბურია, თუმცა მისი ზუსტი დათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ადიდებული მდინარე ჯერ კიდევ ქუჩებში მიედინება.

რწმუნებულის განმარტებით, ძლიერი ნალექის შედეგად თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. საფრთხის ზონიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.კალმახელიძე ვარაუდობს, რომ ზარალი იმდენად დიდია, ადგილობრივი ბიუჯეტი მის აღმოფხვრას ვერ გასწვდება და საჭირო გახდება ცენტრალური ხელისუფლების დახმარება.გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდდა თელავის ხევი, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა და კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი დატბორა.წყალი ამ დრომდე მიედინება კავკასიონის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულებსა და სარდაფებში.დატბორილია ასევე მაღაზიებში, აფთიაქები, სავაჭრო და სხვა კომერციული ობიექტები.ქალაქს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. გზაჯვარედინებზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მოძრაობას არეგულირებენ და უსაფრთხოების ზომებს აკონტროლებენ.ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ.ზარალის ზუსტი ოდენობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც წყლის დონე დაიკლებს და შესაბამისი სამსახურები მდგომარეობის სრულ შეფასებას შეძლებენ.    1