საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
„დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად, უმოკლეს ვადაში სრულად აღდგება.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს.
ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.