მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 02:49
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

საქართველოში 23 წლის ტურისტი კლინიკაში გარდაიცვალა

Prime Time July 12, 2026 1:01 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

 საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული 23 წლის ლიეტუველი ტურისტი კლინიკაში გარდაიცვალა. ლიეტუვური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბიჭი საქართველოში დედასთან ერთად, 14 მაისს ჩამოვიდა და მოგზაურობის მეორე დღესვე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მას ორმხრივი მწვავე პნევმონია და ორგანიზმის უმძიმესი ინტოქსიკაცია დაუდგინდა, რის გამოც ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს.

რა გახდა გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

„თვითონვე თქვა, ალბათ ამ ქვეყნის საკვებმა მაწყინაო. თუმცა, ჩვენ ჯგუფთან ერთად ვმოგზაურობდით, ყველანი ერთნაირად ვიკვებებოდით და სხვა არავის არანაირი სიმპტომი არ გამოვლენილა. თავდაპირველად კუჭისა და მონელების წამლები მივეცი, მაგრამ სულ უფრო უარესდებოდა – მთლად გათეთრდა, სანთელივით გახდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, საავადმყოფოში წავსულიყავით“, – ამბობს ლიეტუვურ მედიასთან ბიჭის დედა.