მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 10:47
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სტიქია თელავში – დატბორილია სახლები, ქუჩები და დაზიანებულია მანქანები

Prime Time July 12, 2026 9:14 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

თელავში უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულია თელავის ხევი, რის გამო დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინება.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.