მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 22:29
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

უბედური შემთხვევა მარნეულში – დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

Prime Time 18 აგვისტო, 2026 · 21:45 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას დაიღუპა.

როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი კიბეზე ადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.