მთავარი კონტენტი
კვირა, 26 ივლისი, 2026 | 22:11
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ქალი, რომელიც ყვარელში, ავარიის დროს დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა

Ambebi.ge 26 ივლისი, 2026 · 19:40 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ქალი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა.

  • ექიმის ინფორმაციით, ქალს საავადმყოფოში მიყვანის დროს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულებს შორის 2 არასრულწლოვანია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.