მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 00:21
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა

Prime Time July 11, 2026 9:30 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე – ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.

„მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ის, რომ დღეს, ჩვენს დედაქალაქში ამ დონის ღონისძიება ტარდება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ძალიან ნიჭიერები, უნიკალური და უდიდესი ერი ვართ. საქართველოს გაუმარჯოს!“ – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა გამარჯვების შემდეგ.

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი მიმდინარეობს.