მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 14:30
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ყურადღება! შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

Prime Time 18 აგვისტო, 2026 · 12:38 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

გამოსაცდელებს უკვე შეუძლიათ ნახონ ოთხივე ნაწილის – წაკითხულის გააზრების, ანალიტიკური წერის, ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის პირველადი შედეგები.

საკუთარი შედეგის გასაგებად მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

მნიშვნელოვანია: საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი ტესტის ოთხი ნაწილიდან მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს ნებისმიერ სამ ნაწილში გადალახავს. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გზამკვლევის ცხრილებში.

გამოცდის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება  21 აგვისტოს 18:00 საათამდე. დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.