მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 13:46
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ცნობილია, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 12:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. საკუთარი შედეგის გასაგებად სტუდენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია მომართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით.

განაცხადების  მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე. დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.