მთავარი კონტენტი
პარასკევი, 21 აგვისტო, 2026 | 20:44
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„წელიწადის 365 დღიდან აქ 200 დღე წვიმს…“ – სამყაროს ყველაზე ნალექიანი მხარის კადრებს სოსო ნებიერიძე გვიზიარებს

Prime Time 21 აგვისტო, 2026 · 18:44 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

ამჯერად იგი ინდოეთის და მსოფლიოს ყველაზე წვიმიან მხარეში, სოჰრაში მოგზაურობს, საიდანაც ახალი ვიდეო გაგვიზიარა:

„ეს სოჰრაა, სამყაროს ყველაზე წვიმიანი ამინდი. ჩამოვედი, რომ გავიგო როგორ ცხოვრობს აქ მოსახლეობა. ინდოეთის ჩრდილოაღმოსავლეთით, ბანგლადეშის საზღვართან მდებარეობს. წელიწადის 365 დღიდან აქ 200 დღე წვიმს. ყველაზე საინტერესო კი აქ მცხოვრები ხალხია. განსხვავებული მუსიკით და ტრადიციებით“, – ამბობს სოსო ნებიერიძე ვიდეოში.