მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 10:58
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

წვიმა, სეტყვა, ელჭექი, ნისლი – დღეიდან ამინდი გაუარესდება: როგორია პროგნოზი

Ambebi.ge 30 ივლისი, 2026 · 09:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, 30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი.

“შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.