მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 04:23
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

2 წლის გოგო აუზში დაიხრჩო – ტრაგედია ოჩამჩირეში

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 23:32 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, უბედურ შემთხვევას ორი წლის გოგონა ემსხვერპლა. 

შემთხვევა 10 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ერთ-ერთი გოგირდწყალბადის წყაროს მიმდებარედ მოხდა. ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში ისვენებდა.

„როდესაც დედა ერთ-ერთ შვილს ტანსაცმელს უცვლიდა, მეორე ბავშვი მხედველობის არედან გაქრა. გოგონას დაახლოებით ცხრა წუთის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 2 წლის გოგონა აუზში ჩავარდა, თუმცა ეს არც ერთ დამსვენებელს არ შეუმჩნევია. ბავშვი გულრიფშის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, გოგონა დღეს დილით გარდაიცვალა“, – განაცხადა პროკურორმა ინარ ტარკილმა.