მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 23:19
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

საფრანგეთში ივლისში ძლიერ სიცხეს 1 243 ადამიანი ემსხვერპლა

Prime Time 19 აგვისტო, 2026 · 22:21 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

საფრანგეთში ივლისში ძლიერ სიცხეს 1 243 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას გამოცემა „ფიგარო“ საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიკვდილიანობის აღნიშნული მაჩვენებელი 3-დან 22 ივლისამდე პერიოდში დაფიქსირდა. ამასთან, ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე ზაფხულს რეკორდულ სიცხეებს ქვეყანაში, სულ მცირე, 7 300 ადამიანი ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, მაღალ ტემპერატურას ასობით ადამიანი ემსხვერპლა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

რობერტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, წელს ძლიერი სიცხეების გამო გერმანიაში თითქმის 10 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ბელგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის, Sciensano-ს ცნობით, ივნისის სიცხის ტალღის დროს და ივლისის პირველ დღეებში გარდაცვალების 2 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.