მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026 | 00:49
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

21 წლის სილამაზის დედოფლის ცხედარი სახლში იპოვეს

Prime Time 5 აგვისტო, 2026 · 23:30 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში, 21 წლის ბრინ კარნესეკას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ადგილობრივი საზოგადოება და ჟურნალისტური წრეები ღრმა მწუხარებაში ჩააგდო.

ბრინ კარნესეკა ფართო საზოგადოებამ 2024 წელს გაიცნო, როდესაც „მის ამერიკან ფორკის“ (Miss American Fork) ტიტული მოიპოვა. მოგვიანებით ის „მის იუტას“ კონკურსზე „მის კეთილგანწყობილის“ (Miss Congeniality) წოდებითაც დააჯილდოვეს. თუმცა მისი საქმიანობა მხოლოდ სილამაზის კონკურსებით არ შემოიფარგლებოდა.

21 წლის ახალგაზრდა იანგის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას სწავლობდა, სტაჟირება გაიარა KSL News-ში და თანამშრომლობდა არაერთ ადგილობრივ გამოცემასთან. მეგობრებისა და კოლეგების თქმით, ბრინი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა და ადამიანების დახმარების განსაკუთრებული სურვილით.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინიციატივა იყო Envelopes of Hope – პროექტი, რომელიც საზოგადოების წევრებსა და პატიმრებს შორის წერილობითი კომუნიკაციის დამყარებას ემსახურებოდა. ბრინს სჯეროდა, რომ თანაგრძნობასა და ადამიანურ ურთიერთობებს ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეეძლო.

მისი ხსოვნის პატივსაცემად სანთლების ანთების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ასობით ადამიანი დაესწრო. 

ამ ეტაპზე , არც ოჯახს და არც სამართალდამცავებს რაიმე კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუ რატომ გადაწყვიტა ბრინ კარნესეკამ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება. მისი დედა მხოლოდ ადასტურებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა და საზოგადოებას სთხოვს, არ ივარაუდონ მიზეზები და ბრინი მხოლოდ ამ ტრაგიკული ფაქტით არ დაამახსოვრონ. ბრინის დედამ, მიშელ კარნესეკამ, საზოგადოებას სთხოვა, მისი შვილი მხოლოდ ტრაგიკული დასასრულით არ დაიმახსოვრონ.