„3 ადგილი საქართველოში, სადაც ცხელი სასმელით ვერ გაგრილდებით“ – გიორგი ღოღობერიძის საინტერესო მიმართვა

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ცხელ სასმელებთან დაკავშირებით საინტერესო რჩევას გვიზიარებს.
„მოდი ავხსნათ, როგორ შეუძლია ცხელ სასმელს ზაფხულში გაგაგრილოთ. როდესაც ცხელ ჩაის, ან ყავას სვამთ, თქვენი კუჭის თერმორეცეპტორები ამას აღიქვამენ. გადასცემენ ჰიპოთალამუსს, რომ სხეულში ტემპერატურამ მოიმატა და რამე მოიმოქმედეო. შემდეგ გადასცემს სიგნალს სხეულს, რომ დაიწყოს ოფლის გამოდევნა.
სწორედ ამის ხარჯზე ვიშორებთ სიცხეს ორგანიზმიდან. ეს მეთოდი მხოლოდ 3 ადგილზე არ მუშაობს საქართველოში, ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში. აქ იმდენად მაღალი ტენიანობა და სიცხეა, რომ ვერანაირი ოფლის გამოდევნა ვერ გაგრილებთ“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.