„6 მედიკამენტი, რომელთა მშიერზე მიღება არ შეიძლება…“ – გიორგი ღოღობერიძის რჩევა

გიორგი ღოღობერიძე ასახელებს 6 პრეპარატს, რომლებმაც, შესაძლოა, კუჭი გააღიზიანოს და რომელთა მიღებაც მშიერზე რეკომენდებული არ არის.
„6 მედიკამენტი, რომელთა მშიერზე მიღება არ შეიძლება და თუ მაინც გამოიყენებ, ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭიდან სისხლდენაც კი.
პირველი – ეს არის კარდიომაგნილი. არ დალიო მშიერზე, მით უმეტეს, თუ გაწუხებს გულძმარვა, გასტრიტი და კუჭ-ნაწლავის წყლული.
მეორე – ეს არის ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, მით უმეტეს, თუ ხარ ასაკში და სვამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
მესამე – ეს არის სტეროიდები.
მეოთხე – ეს არის შაქრის დამწევი საშუალებები.
მეხუთე – ეს არის C ვიტამინი.
მეექვსე კი – ეს არის დოქსიციკლინი…“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.