მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 02:18
სწრაფი სიახლე
სპორტი

არგენტინული საოცრება – მესის გუნდმა ინგლისს თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!

SportMedia 15 ივლისი, 2026 · 21:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ინგლისი 2:1 დამარცხა. 

 

მატჩი ორმხრივი მაღალი პრესინგით, ბრძოლით, წვრილ-წვრილი ჯარიმებით და შეხლა-შემოხლით დაიწყო. ორივე გუნდი დაცვაში უშეცდომოდ მოქმედებდა, თამაში დაძაბული იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. 

 

პირველი შანსი შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში არგენტინას მიეცა, მაგრამ ალვარესის დარტყმული ბურთი პიკფორდმა მოიგერია. ინგლისი კი როჯერსის პასით გორდონმა დააწინაურა, რომელმაც მოლინას დაასწრო. თამაში გაიხსნა, სამხრეთამერიკელები შეტევაზე გადავიდნენ და მიზანსაც მიეღწიეს: პიკფორდმა გონსალესს და ფერნანდესს არ გაატანინა, მაკალისტერმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო ფერნანდესმა შორიდან დალაშქრა ბრიტანელთა კარი. „ალბისელესტემ“ იერიშები გააგრძელა, მაკალისტერის დარტყმული ბურთი ისევ ძელს მოხვდა, შემდეგ კი მესის ჩაწოდებულ ბურთს მარტინესმა პიკფორდის კარში მიუჩინა ადგილი და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. 

 

19 ივლისს, ფინალში არგენტინა ესპანეთს დაუპირისპირდება.

 

ატლანტა. „მერსედეს ბენცი“

ინგლისი – არგენტინა 1:2

გოლები: 1:0 გორდონი (55), 1:1 ფერნანდესი (85), 1:2 მარტინესი (90+2)

წყარო: Sportall.ge