სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს

“სანის” ცნობით, “ლივერპულიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებულმა მოჰამედ სალაჰმა შეიძლება კარიერა “ჩელსიში” გააგრძელოს.
34 წლის სალაჰს აგრეთვე “ბეშიქთაში”, “ფენერბაჰჩე”, “გალათასარაი” და საუდის არაბეთის ერთი კლუბი ეპატიჟება. ამასთან, საუდის არაბეთის კლუბის შეთავაზება ფინანსური თვალსაზრისით საუკეთესო არ არის.
სალაჰი “ჩელსიში” 2014-2016 წლებში თამაშობდა. გასულ სეზონში ეგვიპტელმა 41 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 22 მილიონი ევროა.
წყარო: Sportall.ge