მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026 | 01:24
სწრაფი სიახლე
სპორტი

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?

SportMedia 4 აგვისტო, 2026 · 17:04 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ფერან ტორესი შეიძლება „ბარსელონადან“ პსჟ-ში გადავიდეს. თუმცა, არაა გამორიცხული ის „ბარსაში“ დარჩეს.

 

„რა უნდა გააკეთოს „ბარსელონამ“ შენს შესანარჩუნებლად?“ – დაუსვეს კითხვა ტორესს, რაზეც მოკლედ უპასუხა: „მაჩვენონ, რომ ვუყვარვარ! საჭიროა კონტრაქტზე მოლაპარაკება დაიწყონ. ბოლოს და ბოლოს ყველა საკითხი მოლაპარაკებით წყდება“.

 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ Transfermarkt-ის მიხედვით ფერანის ფასი 55 მილიონი ევროა. ტორესმა გასულ სეზონში „ბარსელონაში“ 49 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

წყარო: Sportall.ge