მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026 | 02:02
სწრაფი სიახლე
სპორტი

მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი – “იბერია 1999”-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

SportMedia 4 აგვისტო, 2026 · 20:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „ლარნეს“ დაუზავდა – 0:0.

 

სტუმრები ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, სელიმოვიჩმა გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. თუმცა, თანდათან მასპინძლებმა უფრო აქტიურად შეუტიეს და ორი კარგი მომენტი შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან გრეჰემის და კოსგროვის დარტყმული ბურთები მაკარიძემ მოიგერია. 

 

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, დიდი ვერაფერი სანახავი იყო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

 

საპასუხო შეხვედრა 11 აგვისტოს გაიმართება და თბილისური გუნდი ვალდებულია ჩრდილოირლანდიელთა ბარიერი გადალახოს, რომელიც წინა ეტაპზე, ორრაუნდიან დაპირისპირებაში „ცრვენა ზვეზდასთან“ 0:9 განადგურდა.

 

ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში, “იბერია 1999“-ის მეტოქე პოლონეთის „იაგელონიასა“ და შოტლანდიის „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებული იქნება. იმ შემთხვევაში, თუ თბილისური გუნდი “ლარნესთან” დამარცხდება, კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც “ლინკოლნ რედ იმპსისა” და “ომონიას” შორის წაგებულს დაუპირისპირდება. 

 

ლარნე. „ინვერ პარკი“

ლარნე – იბერია 1999 0:0

 

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ქობულაძე, დადიანი, ბართიშვილი (ძაგანია 60), ქარდავა, კუცია (ალჰასანი 78), ნაჭყებია, სიხარულაშვილი 

წყარო: Sportall.ge