გაკპომ “ტოტენჰემთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

“ლივერპულის” შემტევმა კოდი გაკპომ “ტოტენჰემთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, ამის შესახებ ინფორმაციას Voetbal International-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელის დამატებით პირადად “დეზების” მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი ინტერესდება.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. გაკპოს გარდა, “ტოტენჰემს” “მანჩესტერ სიტიდან” სავინიოს დამატებაც სურს, რომლის სატრანსფერო ფასიც 80 მილიონი ევროა.
გაკპოს “ლივერპულთან” ხელშეკრულება 2030 წლამდე აკავშირებს.
წყარო: Sportall.ge