“18 თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი” – მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდზე ისაუბრა

“ჩელსის” უკრაინელმა გარემარბმა მიხაილო მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ფეხბურთისგან ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად, ვარჯიში არ შეუწყვეტია.
25 წლის ფეხბურთელს ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო 18-თვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, რის შემდეგაც მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობა მიიღო.
“რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი დრო გავიდა და ახლა ისევ იმავე სავარჯიშო მოედანზე ყოფნა ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. თავს კარგად ვგრძნობ. მადლიერი ვარ, რომ მოედანზე დავბრუნდი. ყველამ ძალიან თბილად მიმიღო.
ძალიან მომენატრა ვარჯიში და განსაკუთრებით მატჩები, გამარჯვების სურვილი, ემოცია და მუდმივი მოტივაცია, რომ უფრო მეტი გააკეთო. ვიტყოდი, რომ ეს 18-თვიან პრესეზონს ჰგავდა.
ვვარჯიშობდი, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. არ დავნებებულვარ და ვცდილობდი, რაც შეიძლება ბევრი მემუშავა. კვირაში ექვს დღეს ვვარჯიშობდი, ყურადღებას ვაქცევდი აღდგენას, ძილსა და კვებას. ყველაფერი ძველებურად იყო, უბრალოდ დღეში ორ ვარჯიშს ვატარებდი.
ჩემი მიზანი იყო დაბრუნება და საფეხბურთო სამყაროში საკუთარი თავის ხელახლა დამტკიცება. ეს იყო ჩემი მისია და ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა ამის მისაღწევად. ყველაფერს მხოლოდ შრომით მიაღწევ”, – განაცხადა მუდრიკმა.
წყარო: Sportall.ge