ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ

24 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა, რომელმაც ახლახან „ტორინო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, შეიძლება კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს, – იტყობინება TuttoMercatoWeb-ი.
გამოცემის ცნობით, „ჰავრიდან“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი წავიდა, მათი შემცვლელების დამატებას ცდილობენ, საზონოვით დაინტერესდნენენ, ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ისინი შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ერთი სიტყვით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და საბა საზონოვმა კვლავ ერთ ლიგაში იასპარეზონ.
წყარო: Sportall.ge