მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 19:07
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მასუდ ფეზეშქიანი: აზერბაიჯანმა ომის დროს ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, იგივე ითქმის ერაყზეც

Prime Time 10 აგვისტო, 2026 · 17:43 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ომის დროს ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. ამის შესახებ მან თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ფეზეშქიანის თქმით, ბაქოსთან ურთიერთობა გაუმჯობესდა. მისივე განმარტებით, მოლაპარაკებების შემდეგ აღდგა სატრანსპორტო მარშრუტები, ასევე ირანული ბანკისა და საელჩოს მუშაობა.

„ომის დროს ისინი მნიშვნელოვნად გვეხმარებოდნენ სხვადასხვა მარშრუტებით იქნებოდა ეს რუსეთიდან მომარაგება თუ მათივე საკუთრება. გვეხმარებოდნენ ყველაფერში, რაც გვჭირდებოდა. იგივე ითქმის ერაყზეც“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.