კვერნაძის “ფროზინონე” “იუვენტუსთან” დაძაბულ მატჩში დამარცხდა

სერია A-ს პირველ ტურში „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსთან“ 0:1 დამარცხდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, „ფროზინონემ“ ფავორიტს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, ბოლოს შტურმზე გადავიდა, კალვანიმ ბურთი ხარიხას გაარტყა და საბოლოოდ – 0:1.
მასპინძელთა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
29 აგვისტოს „ფროზინონე“ ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე – იუვენტუსი 0:1
გოლი: ბრემერი (22)
წყარო: Sportall.ge