“ლივერპულს” პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება

„ლივერპული“ პსჟ-ს ორი ფეხბურთელით გაძლიერებას გეგმავს და მათ შესაძენად ფულს არ დაზოგავს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, 23 წლის გარემარბი ბრედლი ბარკოლა „წითლებს“ პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ლივერპული“ მზადაა 115 მილიონი ევრო გადაიხადოს, პსჟ კი 150 მილიონზე მეტს ითხოვს.
„ეკიპის“ მტკიცებით, მერსისაიდელები „პარ სენ ჟერმენს“ 18 წლის თავდამსხმელ იბრაიმ მბაიეს ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართავენ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ სენეგალელს 50 მილიონზე მეტად აფასებს.
წყარო: Sportall.ge