მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 19:15
სწრაფი სიახლე
სპორტი

ლუკაკუს “ნაპოლის” დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს

SportMedia 3 აგვისტო, 2026 · 14:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

“ნაპოლის” ფორვარდს, რომელუ ლუკაკუს “პარტენოპეის” დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.

 

წყაროს ცნობით, ბელგიელს “ატლანტა იუნაიტედი” დაუკავშირდა და ვეტერან ფორვარდთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა.

 

“ნაპოლი” ლუკაკუს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს და მისი გასხვისების წინააღმდეგი არც აურელიო დე ლაურენტისია, რადგან 33 წლის ფორვარდმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ხელფასის სახით ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს იღებს.

წყარო: Sportall.ge