მიქაუტაძის საგოლე პასი და გატანილი პენალტი – “ვილიარეალმა” “კომო” დაამარცხა

კომოს თასზე „ვილიარეალმა“ ჯერ საუდის არაბეთის „ალ-ულას“ 3:0 სძლია, შემდეგ კი „კომოს“ პენალტების სერიაში მოუგო.
„კომო“ „ვილიარეალთან“ მატია ლიბერალიმ დააწინაურა, ხოლო საპასუხო გოლი ალბერტო მოლეირომ გიორგი მიქაუტაძის პასით გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში ესპანერმა გუნდმა გაიმარჯვა – 3:1. გადამწყვეტი პენალტი ზუსტად მიქაუტაძემ შეასრულა.
„ვილიარეალი“ 1-ელ აგვისტოს კომოს თასის ფინალში „ლანსს“ შეხვდება, შემდეგ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 5 აგვისტოს „ლევანტესთან“ და 8 აგვისტოს „გალათასარაისთან“. მიქაუტაძის გუნდი 16 აგვისტოს, ლა ლიგის პირველ ტურში სანტანდერში გიორგი გულიაშვილის „რასინგს“ დაუპირისპირდება.
კომო. „ჯუზეპე სინიგალია“
კომო – ვილიარეალი 1:1 (პენ 1:3)
გოლები: 1:0 ლიბერალი (27), 1:1 მოლეირო (30)
წყარო: Sportall.ge