მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 01:15
სწრაფი სიახლე
სპორტი

მუდრიკი “ჩელსის” დაუბრუნდა – ხაბი ალონსოს უკრაინელის ეიმედება

SportMedia 2 აგვისტო, 2026 · 19:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 4-წლიანი დისკვალიფიკაციის მოხსნის შემდეგ, 25 წლის უკრაინელი ნახევარმცველი მიხაილო მუდრიკი ჰონგ-კონგში მოსამზადებელ ტურში მყოფ მის გუნდს “ჩელსის” შეუერთდა.

 

ლონდონელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხაბი ალონსომ განაცხადა, რომ მუდრიკზე დიდ იმედებს ამყარებს და მას გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.

 

შეხსენებისთვის,  ორგანიზმში მელდონიუმის აღმოჩენის გამო, უკრაინელს ფეხბურთის თამაში 4 წლით ჰქონდა აკრძალული. მან “ჩელსის” შემადგენლობაში ბოლო მატჩი 2024 წლის 28 ნოემბერს ჩაატარა. ამის შემდეგ მუდრიკს დოპინგის მოხმარებაში ბრალი წაუყენეს.

 

მისი მოედანზე დაბრუნება 5 აგვისტოს “იუვენტუსთან” ამხანაგურ შეხვედრაშია მოსალოდნელი. 

წყარო: Sportall.ge