მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 01:14
სწრაფი სიახლე
სპორტი

ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური “ნასაფის” ფეხბურთელია

SportMedia 2 აგვისტო, 2026 · 18:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

“იბერია 1999-ის”, ბათუმის “დინამოსა” და “დილას” ყოფილი გარემარბი პაატა ღუდუშაური კარიერას “ნასაფში” გააგრძელებს. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უზბეკურმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

 

“ნასაფი” უზბეკეთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია, რომელიც 2024 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ხოლო გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.

 

შეგახსენებთ, ბოლოს ღუდუშაური “იბერიაში” ასპარეზობდა და თბილისური კლუბი გუნდის მთავარ მწვრთნელ, ანდრეი დემჩენკოსთან კონფლიქტის გამო დატოვა.

წყარო: Sportall.ge