“რეალმა” “ლაიფციგისგან” შემტევი 140 მილიონად შეიძინა

„რეალმა“ „ლაიფციგისგან“ კოტ-დ’ივუარის ნაკრების 19 წლის გარემარბი იან დიომანდე შეიძინა.
„რეალს“ ტრანსფერი 125+15 მილიონი ევრო დაუჯდა და ფეხბურთელს შვიდწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
დიომანდეთი პსჟ და „ლივერპული“ იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ მან „რეალში“ გადასვლა ამჯობინა.
წყარო: Sportall.ge