მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 | 16:05
სწრაფი სიახლე
სპორტი

სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას – უოლკაპს “დუბაიში” სურს თამაში

SportMedia 19 აგვისტო, 2026 · 10:28 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

33 წლის თომას უოლკაპს “ოლიმპიაკოსიდან” “დუბაიში” გადასვლა სურს. ამერიკელს საბერძნეთის მოქალაქეობაც აქვს, მოქმედი კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას გეგმავს და ამისთვის მზადაა სასამართლოსაც მიმართოს.

 

ჟურნალისტ მიხალის სტეფანუს ინფორმაციით, ტომასს პირეოსულ გუნდთან ფაქტობრივად კონტაქტი არ გააჩნია, მათ შორის არც თანაგუნდელებთან და არც გუნდის მთავარ მწვრთნელ, გიორგიოს ბარძოკასთან. ამასთან ერთად, სპორტსმენისთვის აზრის შეცვლა პირადად აგენტმაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.

 

თუ უოლკაპი “ოლიმპიაკოსის” დატოვებას შეძლებს, “დუბაი” ძალიან გაძლიერდება. მოგეხსენებათ, ზემოხსენებულ გუნდს თორნიკე შენგელიაც შეუერთდა, რითაც ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო პროექტი გახდა.

 

 

გასულ ევროლიგის სეზონი პირეოსულმა გუნდმა მოიგო, ტომასმა კი არასრულ 25 წუთში თავი 5 ქულით, 2.7 მოხსნით, 5.9 ასისტითა და 0.9 ჩაჭრით გამოიჩინა.

 

წყარო: Sportall.ge