რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ გააგრძელა კონტრაქტი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რუდი გარსიასთან. მოქმედი ხელშეკრულება მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ამოიწურა.
რუდი გარსია ბელგიის ნაკრებს 2025 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში. მან შეცვალა დომენიკო ტედესკო, რომელიც ევრო 2024-ის შემდეგ გაათავისუფლეს.
“ბელგიას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა საუკეთესო დროა, გზა სხვადასხვა მიმართულებით განვაგრძოთ”, – განაცხადა გარსიამ.
წყარო: Sportall.ge