საზონოვის შეცვლაზე შესვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა – კაცნაკლულმა “ხეტაფემ” “პარტიზანს” სძლია

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში „ხეტაფემ“ საკუთარ მოედანზე „პარტიზანი“ 3:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ 68-ე წუთზე მცველმა აბდელ აბკარმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ხეტაფე“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
მასპინძელთა გუნდის ახალწვეული საბა საზონოვი 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.
საპასუხო შეხვედრა 27 აგვისტოს ბელგრადში გაიმართება.
ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“
ხეტაფე – პარტიზანი 3:1
გოლები: 1:0 უნალი (10), 1:1 სეკი (43), 2:1 გარსია (87), 3:1 მოხიკა (90)
გაძევება: აბკარი (68, ხეტაფე)
წყარო: Sportall.ge