BBC: “არსენალმა” ბართიშვილს ოფიციალური წინადადებით მიმართა

BBC-ის საფეხბურთო მიმომხილველი სამი მოკბელი იტყობინება, რომ 17 წლის ანდრია ბართიშვილს „არსენალმა“ წინასაკონტრაქტო შეთავაზებით მიმართა, რომელსაც ახალ ხვიჩა კვარაცხელიას უწოდებენ:
„არსენალმა“ 17 წლის ანდრია ბართიშვილის მიმართ ინტერესი გააქტიურა და მის ლონდონში გადაყვანას წლის ბოლოს იმედოვნებენ, როდესაც „კოლხეთთან“ კონტრაქტი დაუსრულდება.
ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ბართიშვილს, რომელიც ამჟამად „იბერია 1999“-ში იჯარის წესით თამაშობს, სხვა ვარინტებიც აქვს და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
ბართიშვილის შესაძლო ტრანსფერს „არსენალის“ სპორტული დირექტორის, ანდრეა ბერტას თანაშემწე, მაურიციო მიკელი კურირებს. სწორედ ის იყო „ნაპოლის“ მთავარი სკაუტი, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია აღმოაჩინეს. იმ კლუბებს შორის, რომლებიც ბართიშვილით არიან დაინტერესებული, „ლივერპული“ და „იუვენტუსი“ სახელდება. ანდრიას მსგავსი შეტევითი უნარების გამო საქართველოში ხვიჩას ადარებენ.
ბართიშვილს „არსენალში“ ან პრემიერლიგის ნებისმიერ სხვა კლუბში გადასასვლელად აუცილებელი საერთაშორისო ნებართვა დასჭირდება“.
წყარო: Sportall.ge