სფფ-მ ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა ოფიციალურად გაიწვია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ოფიციალური წერილით მიმართა და FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯანი ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა უკან გაიწვია.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუქმებს 2026 წლის 1 ივნისს გაგზავნილ მხარდაჭერის წერილს, რომლითაც სფფ მხარს უჭერდა ჯანი ინფანტინოს კანდიდატურას FIFA-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ოთხი წლის ვადით არჩევასთან დაკავშირებით.
GFF.GE
წყარო: Sportall.ge