მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 05:21
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ტორპედო” უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება

SportMedia 29 ივლისი, 2026 · 17:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

“ტორპედოს” ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს შეხვდება, რომლებიც გუნდის კონფერენს ლიგაზე წარუმატებელი ასპარეზობის გამო რადიკალურ ცვლილებებს ითხოვენ.

 

“გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია “ტორპედოსთვის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, “შენგელია არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში “ტორპედოს“ ხელმძღვანელობა კლუბის გულშემატკივარს შეხვდება. შეხვედრას ასევე ქალაქის მერი დავით ერემეიშვილი დაესწრება.

 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება კლუბში არსებული ვითარება, მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. მოგიწოდებთ მობრძანდეთ “შენგელია არენაზე” და უშუალოდ მიიღოთ ინფორმაცია კლუბში მიმდინარე პროცესების შესახებ”, – წერს კლუბის პრესსამსახური.

წყარო: Sportall.ge