მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 18:12
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ტრამპს ტელეფონზე ყოველდღე ვესაუბრები. მინდა გითხრათ, რომ…” – ჯანი ინფანტინო

SportMedia July 12, 2026 12:00 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აქტიურად ადევნებს თვალს და ტურნირის მიმდინარეობით კმაყოფილია.

 

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტრამპთან რეგულარული კონტაქტი აქვს და ამერიკის ლიდერი ჩემპიონატის მატჩებს ტელევიზიით უყურებს.

 

“დიახ, ჩვენ რეგულარულად ვსაუბრობთ. თითქმის ყოველდღე. ის ბედნიერია და ტურნირით სიამოვნებას იღებს. ყველა მატჩს ტელევიზიით უყურებს”, – განაცხადა ინფანტინომ.

 

FIFA-ს პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, რატომ არ დასწრებია ტრამპი ჯერ კიდევ არცერთ მატჩს სტადიონიდან და ხომ არ არის ამის მიზეზი უსაფრთხოების საკითხები.

 

ინფანტინომ ეს ვერსია უარყო და აღნიშნა, რომ მიზეზი სხვა ფაქტორებთან არის დაკავშირებული.

 

“არა, არა. ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული საქმეები. თუ ის სტადიონზე იქნება, ხალხი იკითხავს: რატომ არის ის სტადიონზე მაშინ, როცა მსოფლიოში ამდენი რამ ხდება?”, – თქვა შვეიცარიელმა.

წყარო: Sportall.ge