“უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან” – ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს

„რენთან“ ლიგა 1-ის პირველ ტურში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (2:2), პსჟ-ს მწვრთნელს ლუის ენრიკეს უსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლის შესახებ დაუსვეს კითხვა.
„ასეთია ფეხბურთი. პსჟ-ს არაფერი მოუგია. თუ ფიქრობთ, რომ მოიგეთ, ვერაფერს ვერ მოიგებთ. ჩემთვის მთავარია, ავანსები და გარანტიები არავის მიმართ არ გავცე. ყოველდღე, ყოველ ვარჯიშზე, ყოველ შეხვედრაში უნდა დაამტკიცო მზადყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილია დასვენება.
ჩვენ ყველანი გამარჯვებისკენ მივისწრაფით, ამისათვის კი მუდმივად უნდა გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან, ეს ცხადია“, – ციტირებს ლუის ენრიკეს RMC Sport-ი.
წყარო: Sportall.ge