“ფორვარდს ნამდვილად ვეძებთ. ამ ადამიანს კი ძალიან ვენდობი” – ფლიკმა “‘ბარსას” გეგმებზე ისაუბრა

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა დაადასტურა, რომ კატალონიური კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი ცენტრალური თავდამსხმელის დამატებას გეგმავს.
გერმანელი სპეციალისტის თქმით, კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ფლიკი პორტუგალიელს ბოლომდე ენდობა.
“ჩვენ ვეძებთ ცხრიანს. დეკუ დიდი ხანია, რაც შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. იმედი მაქვს და მტკიცედ მჯერა, რომ ეს საკითხი მოგვარდება. დეკუს ძალიან ვენდობი”, – განაცხადა ფლიკმა “ალ-აჰლისთან” გამართული გამპერის თასის მატჩის შემდეგ.
ფლიკის განცხადება განსაკუთრებით საინტერესოა იმის ფონზე, რომ “ბარსელონა” თავდამსხმელის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ამ ეტაპზე ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ლაუტარო მარტინესი სახელდება, ხოლო ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა კლუბმა შეაჩერა.
ესპანური მედია “ვილიარეალიდან” “ბლაუგრანაში” გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერზეც წერს, რომლის სანაცვლოდაც “ვილიარეალი” მინიმუმ 70 მილიონ ევროს ითხოვს.
წყარო: Sportall.ge