მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 15:10
სწრაფი სიახლე
სპორტი

“შევიძენდი თუ არა იამალს?” – მოურინიოს უცნაური პასუხი

SportMedia 20 აგვისტო, 2026 · 13:01 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს As-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, შეიძენდა თუ არა “ბარსელონადან” ლამინ იამალს, რაზეც პორტუგალიელმა სპეციალისტმა უცნაური პასუხი გასცა.

 

“არა. ის უდავოდ შესანიშნავი ფეხბურთელია, ახალგაზრდა მოთამაშეა და განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. მისი ასაკისთვის უჩვეულოა, რომ უკვე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია, თუმცა ჩვენ უმაღლესი დონის შემადგენლობა გვყავს და მათ ადგილს არავის დავუთობ. ისინი ახლა ჩემი ფეხბურთელები არიან. ხოლო ჩემი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან”, – განაცხადა მოურინიომ.

 

შეგახსენებთ, მოურინიო “ბლანკოსის” მთავარ მწვრთნელად 18 აგვისტოს წარადგინეს.

 

პორტუგალიელ სპეციალისტს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.

წყარო: Sportall.ge