მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 00:22
სწრაფი სიახლე
სპორტი

18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან

SportMedia 10 აგვისტო, 2026 · 18:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, 2026 წლის სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის მეორე მატჩს 11 აგვისტოს, ბოლანდ ლანდბოუში, ჩვენი დროით 13:30 საათზე მასპინძელთა წინააღმდეგ გამართავს.

 

სამხრეთ აფრიკა სერიაში ორი გუნდით მონაწილეობს და ჩვენი მეტოქე სამხრეთ აფრიკა ა იქნება, რომელმაც პირველ მატჩში ირლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 32:31 აჯობა. შეგახსენებთ, გიორგი ნემსაძის შეგირდებმა სამი დღის წინ ინგლისელებს ხუთი ლელო გაუტანეს, თამაში კი ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა – 66:33.

 

ტურნირის ფორმატის გათვალისწინებით, პირველი თამაშის შემდეგ, საქართველოს დამწყებ შემადგენლობაში ათი ცვლილება განხორციელდა. ხაზში ადგილი ორმა მოთამაშემ შეინარჩუნა, ორივე ფრთამ, თუმცა ორივემ პოზიციები იცვალეს და რეზი ცხვედიანს ფულბეკად, ხოლო ალექსანდრე მამაიაშვილს ცენტრში ვიხილავთ. მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდნენ ალექსანდრე გაგუა, ნიკოლოზ ჩაჩანიძე, ბართლომე ხამაშურიძე, გოგა ბერიძე და ლუკა მუშკუდიანი.

 

შერკინების ხაზში ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ მეორეხაზელი ნიკოლოზ ხარებავა და მესამეხაზელები – გიორგი ქევანიშვილი და მათე ბერუაშვილი, რომელმაც შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა. მარქაფიდან დაწინაურდნენ პირველხაზელები ლუკა ბარბაქაძე, საბა გოგრიჭიანი და იაგო ღუდუშაური, მეორეხაზელი საბა გიორგიძე და მესამეხაზელი გიორგი სუთიაშვილი.

 

ერთი ახალი მოთამაშეა მარქაფაში. სამხრეთ აფრიკასთან ვერ ითამაშებს ლუკა შულაია, რომლის ნაცვლადაც სამხრეთ აფრიკაში ლუკა მგალობლიშვილი ჩავიდა.

 

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. ბოლანდ ლანდბოუ

II დღე. 11 აგვისტო. 13:30 (საქ. დრო)

სამხრეთ აფრიკა ა – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. რეზი ცხვედიანი, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. ალექსანდრე მამაიაშვილი, 12. გოგა ბერიძე, 11. ბართლომე ხამაშურიძე, 10. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 9. ალექსანდრე გაგუა;

შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. საბა გოგრიჭიანი, 3. იაგო ღუდუშაური, 4. საბა გიორგიძე, 5. ნიკოლოზ ხარებავა, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. გიორგი სუთიაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ალექსანდრე გამყრელიძე, 17. საბა მერებაშვილი, 18. გიორგი ბერძენიშვილი, 19. ნიკოლოზ ფანცულაია, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. გიორგი ხონელიძე, 22. მათე მახარაძე, 23. მიხეილ მგალობლიშვილი; 24. დავით ახვლედიანი, 25. ლუკა ჭაკუა, 26. ლუკა მგალობლიშვილი.

 

სამხრეთ აფრიკა ა – ირლანდია 32:31

სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი 52:7

 

11 აგვისტო. ბოლანდ ლანდბოუ

 

სამხრეთ აფრიკა ა – საქართველო (13:30)

ინგლისი – საფრანგეთი (15:30)

სამხრეთ აფრიკა – ირლანდია (17:30)

 

15 აგვისტო. სტელენბერგის უმაღლესი სკოლა

 

სამხრეთ აფრიკა ა – საფრანგეთი (13:30)

ირლანდია – საქართველო (15:30)

სამხრეთ აფრიკა – ინგლისი (17:30)

 

Rugby.ge

წყარო: Sportall.ge