მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 22:22
სწრაფი სიახლე
სპორტი

ირაოლა: 90 წუთი სათამაშოდ ძალა არ გვყოფნის

SportMedia 10 აგვისტო, 2026 · 16:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

„მონაკოსთან“ სახლში წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ (2:3), კომენტარი „ლივერპულის“ მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ გააკეთა:

 

„ეს „ლიდსთან“ ჩვენს შეხვედრას ჰგავდა. პირველი ტაიმი ურიგოდ არ ჩავატარეთ, შესვენების შემდეგ კი მეტოქე უკეთესი იყო. მათ თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. ჩვენი ფეხბურთელები მომზადების სხვადასხვა ეტაპზე არიან და მთლიანობაში თავი კარგად წარმოაჩინეს.

 

თვით იმათმაც, რომლებსაც შვებულების შემდეგ პირველად ან მეორედ ითამაშეს, აჩვენეს, რომ ენერგია და გამძლეობა აქვთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ მთელი 90 წუთი სათამაშოდ ძალა არ გვყოფნის. ბიჭები იღლებიან და ფორმაში ჩასადგომად დრო სჭირდებათ. ვარჯიში უნდა გავაგრძელოთ და გასული მატჩიდან დასკვნები გამოვიტანოთ“, – ციტირებს ირაოლას კლუბის პრესამსახური.

წყარო: Sportall.ge