მთავარი კონტენტი
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 | 01:23
სწრაფი სიახლე
სპორტი

7-კაცა | ხვალ მეორე ეტაპს ვიწყებთ

SportMedia 23 ივლისი, 2026 · 19:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

საქართველოს 7-კაცა ნაკრები, ხვალ ხორვატიის ქალაქ სპლიტში რაგბი ევროპის მეორე ეტაპს ითამაშებს.

 

ტურნირი 24-26 ივლისს გაიმართება. პირველი ეტაპის მერვე ადგილზე დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი ბ ჯგუფში საფრანგეთთან, პორტუგალიასთან და ლიეტუვასთან მოხვდა. ა ჯგუფში გერმანია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი, ხოლო გ ჯგუფში იტალია, ბელგია, ჩეხეთი და უკრაინა ითამაშებენ.

 

ჩვენი 7-კაცა 24 ივლისს ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს – საქართველოს დროით 15:14 საათზე პორტუგალიასთან და 22:36 საათზე საფრანგეთთან. ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი 25 ივლისს, 15:14 საათზე ლიეტუვასთან გვექნება, რის შემდეგაც ფლეი ოფში გადავინაცვლებთ.

 

ჩვენი მეტოქეებიდან პირველი ეტაპი პორტუგალიამ მე-5 ადგილზე დაასრულა, საფრანგეთმა მეორეზე, ხოლო ლიეტუვამ ბოლოსწინა, მე-11 პოზიცია დაიკავა.

 

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე სპლიტში (ხორვატია)

 

ზურა ძნელაძე, დავით ხუროშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ოთარ მეტრეველი, ლუკა ალიბეგაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, საბა არჩვაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ვაჟა მიქაძე, რევაზ ხარაზიშვილი, დავით კვრიკაშვილი, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე.

 

Rugby.ge

წყარო: Sportall.ge