Geo Team-მა მიქაუტაძის “ბარსელონაში” გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა

Geo Team-მა უარყო უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე “ვილიარეალიდან” “ბარსელონაში” გადავა:
“გიორგი მიქაუტაძეს და “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს შორის არანაირი სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველ ფორვარდთან კატალონიური კლუბის არცერთ წარმომადგენელს არ უსაუბრია. არც “ბარსელონას” მიუმართავს არანაირი წინადადებით “ვილიარეალისთვის” გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე.
“ვილიარეალი” ფინანსურად სტაბილურ სიტუაციაშია და გუნდის გეგმებში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე რომელიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა არ შედის. გიორგი ახალ სეზონს მძლავრად იწყებს. პრე-სეზონზე გაუტანა პსვ-ს, “გალათასარაის” და ახალი მთავარი მწვრთნელი ესაუბრა, რომ ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელად განიხილავს შემადგენლობაში”.
წყარო: Sportall.ge