მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 21:35
სწრაფი სიახლე
სპორტი

პირველ ტაიმში ალისონმა ითამაშა, მეორეში მამარდაშვილმა – “ლივერპული” სახლში “მონაკოსთან” დამარცხდა

SportMedia 9 აგვისტო, 2026 · 15:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ამხანაგურ მატჩში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ მარცხი განიცადა – 2:3. 

 

პირველ ტაიმში „წითლების“ კარს ალისონი იცავდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო გუნდს მოგვიანებით შეუერთდა. ის შესვენების შემდეგ მამარდაშვილმა შეცვალა, როდესაც ანგარიში 2:1 იყო. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმში „მონაკო“ უკეთ გამოიყურებოდა და ეს შედეგზეც აისახა. 55-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს – მერსისაიდული გუნდის დაცვა ჩავარდა, მამარდაშვილმა ბირეტის დარტყმული მოიგერია, მაგრამ მონეგასკელთა თავდამსხმელმა დამატებაზე გაიტანა. მერე ქართველმა კულიბალის არ გაატანინა, საერთოდაც დამაჯერებლად გაისარჯა, მაგრამ მეორე გოლი გაუშვა. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მის კარში ადგილი ახლო მანძილიდან თავით ბრუნერმა მიუჩინა. 

 

16 აგვისტოს „ლივერპული“ „კომოსთან“ ორ სპარინგს გამართავს, 23 აგვისტოს კი პრემიერლიგის პირველ ტურში „ნიუკასლს“ ესტუმრება.

 

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული – მონაკო 2:3

გოლები: 1:0 ისაკი (16), 2:0 ვირცი (29), 2:1 გოლოვინი (44, პენ), 2:2 ბირეტი (55), 2:3 ბრუნერი (88)

წყარო: Sportall.ge