მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 10:21
სწრაფი სიახლე
სპორტი

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული “დანაშაული”

SportMedia 8 აგვისტო, 2026 · 19:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ბათუმის “დინამომ” და “გაგრამ” ქულები გაიყვეს საინტერესო დაპირისპირებაში, რომელსაც ორი განსხვავებული სცენარი ჰქონდა – თუ პირველი ტაიმი მთლიანად აჭარული კლუბის იყო, მეორე ნახევარში გაგრელები გააქტიურდნენ და სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს ქულა.

 

ბათუმელებს პირველად რა მოსდით, რომ უპირატესობას ფლანგავენ. იმავე “გაგრასთან” პირველი წრის მატჩში ბათუმელებმა ბოლო წუთებზე გაუშვეს ხელიდან გამარჯვება. ჟელკო ლიუბენოვიჩის გუნდის მთავარი ღირსება კი ბოლომდე ბრძოლაა, რაც ხშირად უფასდება კიდეც.

 

აღსანიშნავია ვანდერსონ სილვას საგოლე პასი და ბოლოს გამარჯვების გოლიც. ამით ბრაზილიელმა მთლიანად გამოისყიდა “დანაშაული”, რის გამოც “გაგრას” კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. ბათუმელთაგან პირველ ტაიმში გამოირჩეოდა მანდრიჩენკო, რომელმაც გოლი და 11-მეტრიანი მოინაგრა, აქტიური იყო კირკიტაძეც…

 

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელება ვერ მოიგეს, გადაუსწრეს “ტორპედოს” და კვირის მატჩებამდე მეოთხე პოზიციაზე აღზევდნენ. “გაგრას” კი გამარჯვებები სჭირდება გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად. 

 

 

დინამო (ბთ)-გაგრა 2:2

 

გოლები: 1:0 მანდრიჩენკო (12, კირკიტაძის პასით), 2:0 წულუკიძე (30, პენალტით), 2:1 ჭავჭანიძე (68, ვანდერსონის პასით), 2:2 ვანდერსონი (85, ბლიზნიჩენკოს პასით)

 

დინამო: ყალიჩავა, ტურიცოვი (ჩიტეიშვილი 46), კობახიძე, კარლსონი, ლაკვეხელიანი (ქაფიანიძე 60), ალთუნაშვილი (ჯაფარიძე 64), ეშეტიე (იმრანი 60), წულუკიძე, კირკიტაძე, მარა, მანდრიჩენკო (მაურიდესი 60)

 

გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი (ადეიეიე 78), ჭავჭანიძე, არსიჩი, ვანდერსონი, ცინცაძე, სკრიპნიკი (კეკელიძე 56), ბლიზნიჩენკო, გოშთელიანი (ხაჩიძე 56), ზოიძე (გურჩიანი 46) ანდრეიჩუკი (მუჯირი 71)

 

არბიტრი: აკაკი ფარჯიკია

წყარო: Sportall.ge