„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ – ამ ლოზუნგით „შაბათის მარშის“ მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ – ამ ლოზუნგით „შაბათის მარშის“ მონაწილეები თბილისში, საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები „ავლაბრის“ მეტროსადგურიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
შემდეგი ლოკაცია, სადაც დემონსტრანტები გაჩერდებიან, საკანონმდებლო ორგანოა. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს, შაბათის რიგით 34-ე მარშია.