მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 | 01:41
სწრაფი სიახლე
სპორტი

[VIDEO] ლანჩხუთის “გურიამ” საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის “დინამო” დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!

SportMedia 26 ივლისი, 2026 · 14:47 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ლანჩხუთის “გურია” საქართველოს თასის 1/8 ფინალშია. გურულებმა უმძიმეს ბრძოლაში 1:0 მოუგეს თბილისის “დინამოს” და 2 აგვისტოს “არაგვს” უმასპინძლებენ. გამარჯვების გოლი მე-40 წუთზე ლუკა ჩაგანავამ გაიტანა.

 

თემურ ქეცბაიამ ძირითადი შემადგენლობის ნაწილი დაასვენა, თუმცა არა გვგონია, მხოლოდ ეს იყო “გურიას” გამარჯვების საიდუმლო. “დინამოს”, რომელიც ახლა “ჟალგირისთან საპასუხო მატჩზეა კონცენტრირებული, აკლდა ის აუცილებელი მუხტი, რაც უხვად ჰქონდა ქომაგებისგან შეგულიანებულ “გურიას”.

 

1/8 ფინალში გავიდნენ ასევე “იბერია 1999”, ბათუმის “დინამო”, “დილა”, “თელავი”, “გორი”, “გარეჯი”, “სპაერი”, “მეშახტე”… მატჩები ამ დროისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

წყარო: Sportall.ge