[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს

ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობის აღნიშვნის დროს სახალისო ეპიზოდი მოხდა, რომელმაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
მადრიდში გამართული საზეიმო მსვლელობისას, სადაც ფეხბურთელები გულშემატკივრებთან ერთად ტიტულს აღნიშნავდნენ, ნახევარმცველმა იერემი პინომ მეკარე უნაი სიმონს ხუმრობით მიმართა და უთხრა: “მაკოცე” სიმონმა თანაგუნდელის თხოვნას ღიმილით უპასუხა და მათ ტუჩებზე მოკლე, მეგობრული კოცნა გაცვალეს.
ინციდენტი სატელევიზიო კამერებმა დააფიქსირეს, რის შემდეგაც კადრები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.
შეგახსენებთ, ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი შეხვედრის 106-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა და “ფურია როხას” ისტორიაში მეორე მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა.
წყარო: Sportall.ge